Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოლო 5 თვეში არასრულწლოვან შვილებზე ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს

13 ივნისი, 2019 11:16

შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 პირი ამხილა, რომელთაგან 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.

აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.

ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში 
შეტყობინების ინიციატორი იყო:

✅62 შემთხვევაში - ოჯახის წევრი (დედა ან ბებია)

✅32 შემთხვევაში - მსხვერპლი ბავშვი;

✅4 შემთხვევაში - მეზობელი;

✅3 შემთხვევაში - მოქალაქე/შემსწრე პირი;

✅2 შემთხვევაში - ნათესავი;

✅2 შემთხვევაში - საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;

✅2 შემთხვევაში - სკოლა/მანდატური;

✅1 შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაცია;

✅1 შემთხვევაში - სოციალური სამსახური;

✅1 შემთხვევაში - სხვა პირი.

შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში - სხვა პირმა.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით 
უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 სექტემბერი
17 სექტემბერი

20 ივნისის აქციაზე დაკავებულები პატიმრობ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი, ილია მემანიშვილი და გოგი ქურდო ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

პრეზიდენტის დაანონსებული შეწყალების მოდე ...

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე გამოცემული შეწყალების აქტის შედეგად, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდ ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბელიაშვილსა ...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შ ...
^