Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჯორჯიან მანგანეზის" გადაწყვეტილებით, ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა

13 ივნისი, 2019 14:28

„ჯორჯიან მანგანეზის" განცხადების თანახმად, კომპანიის გადაწყვეტილებით, ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა

„შპს ჯორჯიან მანგანეზის კუთვნილი სამგზავრო საბაგიროების ტექნიკური შემოწმება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კომპანიამ შესაბამისი ინსპექტირება სერტიფიცირებულ, კვალიფიციურ ორგანიზაციას დაუკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წლების განმავლობაში საკუთარი რესურსით ახორციელდება სამგზავრო საბაგიროების მოვლა-პატრონობას, აუცილებელ სარემონტო სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებებს, ექსპერტთა მიერ შედგენილმა დასკვნამ ცხადყო, რომ მოწყობილობების სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარულ (ვიზუალურად უხილავი) დეფექტებს (ბზარები, ცვეთა, წყვეტა და ა.შ.).

შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ დამატებით ჩაატაროს ინსტრუმენტული შემოწმება (დეფექტოსკოპია), რათა სრულად შეისწავლოს ყველა ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს მოწყობილობების უსაფრთხო მუშაობაზე. 

ამასთან, სანამ კომპანია არ დარწმუნდება, რომ სამგზავრო საბაგიროების მოწყობილობები საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, კომპანია აჩერებს თერთმეტივე სამგზავრო საბაგიროს მუშაობას. დამატებითი კვლევის ჩატარება დაახლოებით 20-25 დღეს საჭიროებს.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქალაქ ჭიათურაში არსებული საბაგიროები მოსახლეობის, მათ შორის კომპანიის თანამშრომლების გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, კომპანიამ მოძებნა გზა, რომლითაც გარდამავალ პერიოდში მათი ალტერნატიული ტრანსპორტით უფასოდ უზრუნველყოფა მოხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა" მოლაპარაკებები აწარმოა სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელმაც ავტომანქანები უკვე გამოყო და მომსახლეობის მოემსახურება დაიწყო. კომპანიამ, ასევე, საქმის კურსში ჩააყენა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაც და ითხოვა სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებისათვის სამუშაო შეხვედრის ორგანიზება.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის 11 საბაგირო „ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაშია და ის წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიე ...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინს ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მო ...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  ამირან გამყრელიძე &n ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

არხანგელსკის ბირთვული ინციდენტი

8 აგვისტოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არხანგელსკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებ ...
^