Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს

14 ივნისი, 2019 12:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"ზღვაზე, ტბებზე, მდინარეებსა და სხვა სანაპირო ზოლებზე, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, დაიცავით კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები. 

ყურადღება მიაქციეთ სანაპირო ზოლზე არსებულ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს. ასევე, არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს.

თქვენივე უსაფრთხოდ განტვირთვისა და დასვენების მიზნით, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი ან ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი უსაფრთხო ცურვისთვის შესაბამისი პირობები". - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

აქიმიძე და დვალი „რუსთავი 2“ დასაბრუნებლ ...

„რუსთვი 2-ის“ დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლა ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ლავროვთან შეხვედრა იყო დროული, აუცილებელ ...

საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანი  პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, უსმენენ. ზალკანიან ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ირაკლი ოქრუაშვილს ტელეფონით სარგებლობა მ ...

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი, საპყრობილი ...
^