Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიასთან დღეს აქციის გამართვას გეგმავენ

14 ივნისი, 2019 16:49

დღეს, 19:00 საათზე, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი მოუწოდებს ხელისუფლებას  მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა დაიცვან. 

მათი თქმით, ისინი კანცელარიასთან დარჩებიან, მანამდე, სანამ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს „თბილისი პრაიდის" გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

„მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ 19:00 საათზე.

საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას „თბილისი პრაიდის“ ჩატარება

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

___________________

დღეს საპატრიარქომ  „თბილისი პრაიდის“ შესახებ განცხადება გაავრცელა.სადაც ღნიშნულია, რომ ღონისძიება მათთვის მიუღებელია და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვან ის. 

ასევე აცხადებენ, რომ LGBT ჯგუფები იმ მოტივით, რომ მიიღონ დაფინანსება, უცხო ქვეყნის მონაწილეებს აწვდიან ინფორმაციას, „თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^