Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის მონაწილე 8 პირი დააკავა

14 ივნისი, 2019 21:48

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილე სულ 8 პირი დააკავა.

„საპატრულო პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 1 მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე კონტრაქციის მონაწილეა. აღნიშნული პირი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა აქციის წევრებს, რომლებსაც ასევე ესროლა კვერცხები.

სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაკავებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები.

დღეს 19:00 საათზე კანცელარიასთან „პრაიდის„ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა აქციის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან გურამ ფალავანდიშვილი, ზვიად ტომარაძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მხარდამჭერები აქციის ჩასაშლელად შეიკრიბნენ.

„პრაიდის“ აქტივისტებს კანცელარიასთან მისვლის საშუალება არ მიეცათ და აქციის გამართვა კიბეებზე დაიწყეს. კონტრაქციის მონაწილეები მათ ჰომოფობიური შეძახილებით შეხვდნენ.

კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვისას ტელეფონი წაართვა და პოლიციელების კორდონთან დააგდო.

კონტრაქციის მონაწილეები „ლიბერალის“ ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ, ცდილობდნენ გადაღებაში ხელი შეეშალათ და მოითხოვნდნენ განმარტებას, რატომ იყვნენ ისინი კანცელარიასთან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^