Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: შსს-ს პოზიციაა, რომ „პრაიდი“ არ ჩატარდეს

17 ივნისი, 2019 17:42

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და „პრაიდის“ ორგანიზატორებთან შეხვედრა გაიმართა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შსს „პრაიდის“ ჩატარებას ეწინააღმდეგება უსაფრთხოების რისკების გამო. ლომჯარიას თქმით, შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღია სივრცეში „პრაიდი“ არ ჩატარდეს.

„შეხვედრაზე საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ „პრაიდის“ წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე. მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს „პრაიდი“, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო განხილვის ძირითადი თემა.

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებენ თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში.

თუმცა, შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემაზე და საკითხზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის მათი მხრიდან იყო მოთხოვნა დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად.

თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება „პრაიდს“, შსს-მ თქვა, რომ ეს „პრაიდი“ არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად.

თუმცა რაც შეეხება „პრაიდს“ ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტების სასამართლო მძიმე დარღვევ ...

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ზვიად ძიძიგური ახალი ფრაქციისთვის კონსერ ...

„კონსერვატიული პარტიის“ პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტებმა ბოქლომი სასამართლოშიც მი ...

ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „ბოქლომის დადების“ პერფომანსის მოსაწყობ ...
^