Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აზერბაიჯანელი აქტივისტი საქართველოს პოლიციამ დააკავა

17 ივნისი, 2019 19:04

აზერბაიჯანელი აქტივისტი ავთანდილ მამედოვი მარნეულში საქართველოს შსს-მ დააკავა. აქტივისტი რამდენიმე თვეა საქართველოში თავშესაფარს ითხოვს, დაახლოებით ორი კვირის წინ კი თბილისში ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ორი წლის წინანდელ გატაცებას აპროტესტებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მამედოვის დაკავებას ადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, მამედოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი მუხლით, რომელიც მრავალგზის თაღლითობას გულისხმობს.

ავთანდილ მამედოვის ცოლი გუნელ მამედოვა კი ამბობს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა და შიშობს, რომ მამედოვს აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცემენ.

„მითხრეს, აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე არის დაკავებული და შეიძლება გადავცეთ აზერბაიჯანსო. მეშინია, მართლა ასე არ მოხდეს. ჩვენ დიდი ხანია საქართველოსგან პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვთ, უარი მივიღეთ. პასუხი გავასაჩივრეთ. 21-ში სასამართლო სხდომა უნდა ყოფილიყო.

ავთანდილი აზერბაიჯანის ხელისუფლებას რომ გადასცენ, მას კარგი დღე არ ელის. აუცილებლად ციხეში ჩასვამენ. ჩემი მეუღლე აზერბაიჯანიდან პოლიტიკური დევნილია, რადგან ის იქ უფლებადამცველი იყო, რაც იქაურ ხელისუფლებას არ მოსწონდა და დაიწყეს მისი შევიწროება“, - ჰყვება გუნელ მამედოვა „რუსთავი 2-თან“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^