Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს მთავრობა სწავლას დაუფინანსებს - ბატიაშვილი

17 ივნისი, 2019 19:01

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის სურვილს გამოთქვამენ, სახელმწიფო დააფინანსებს,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ დადგენილება, რომელიც გულისხმობს, რომ ოკუპირებულ ტეროტორიიდან სტუდენტები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს სწავლა გააგრძელონ ქართულ უნივერსიტეტებში, მნიშვნელოვანია მათ ხელი შევუწყოთ ამაში. ამიტომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სურვილს გამოთქვამს ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში. კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტებში, ეს შემდგომი ეტაპის ნაწილია, მაგრამ მთავრობის დადგენილებით ყველა ამ პირს მიეცემა დაფინანსება",- განაცხადა ბატიაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^