Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეშფოთებული ვართ თბილისში ლგბტქ თემის მიმართ მუქარით - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

18 ივნისი, 2019 10:51

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ამერიკის ხმის" კითხვაზე 17 ივნისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით „თბილისი პრაიდის” მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.

აშშ-ის საგარეო უწყება, ამასთან, მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ ის თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ყველა მოქალაქე, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველო სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შსს „პრაიდის“ ჩატარებას ეწინააღმდეგება უსაფრთხოების რისკების გამო. ლომჯარიას თქმით, შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღია სივრცეში „პრაიდი“ არ ჩატარდეს.

31 მაისს გავრცელებულ განცხადების თანახმად კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის“, - აცხადებდა შსს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^