Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იყო აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა - კალაძე

20 ივნისი, 2019 17:57

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც დღეს ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში. პირველი, რითაც მინდა დავიწყო, რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველდღე და ყოველ წუთს. უნდა ვებრძოლოთ და ვიბრძვით რაციონალურად, განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით და ერთიანობით.

დღეს საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში არის სრული კონსენსუსი მომხდართან დაკავშირებით. ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ. დიახ, იყო აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდის დარტყმის ქვეშ დააყენა“, – აღნიშნა კალაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლ ...

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი ...

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.  უმრავლ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

თბილისის ზღვასთან მომხდარ მკვლელობისთვის ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნოდარ ცხადაძეს მკვლელობის ფაქტი გახსნეს ...
^