Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა მელია თავისუფლებაში კვლავ გირაოს უზრუნველყოფით რჩება

02 ივლისი, 2019 15:12

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ პროკურატურის არგუმენტაცია არ გაიზიარა და თავისუფლებაში კვლავ გირაოს სანაცვლოდ დატოვა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, დამატებითი ღონისძიების სახით დაწესებული აკრძალვების გაუქმებასთან დაკავშირებით.

სასამართლო სხდომიდან გამოსულმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი გადაადგილების მონიტორინგი ელექტრონული სამაჯურით განხორციელდება. იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი პოლიტიკურად განეიტრალების მოტივს უკავშირებს, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლების უსამართლო დაკრულზე ცეკვას არ აპირებს: „გავიკეთებ სამაჯურს, მაგრამ არ შევიზღუდავ თავს პოლიტიკური საქმიანობისგან, არ შევიზღუდავ თავს პარლამენტში და ამომრჩევლებთან შეხვედრებზე სიარულისგან. თუ დეპუტატს ამის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს“. იგი აპირებს სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც, რათა ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის მუხლები, რომლებზე აპელირებითაც დეპუტატს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა შეეზღუდა.  

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმყოფილო დარჩა ბრალდების მხარეც, რომლის მტკიცებით, გირაოს გამოყენება აღმკვეთი ღონისძიების სახით და საგამოძიებო ორგანოს თანხმობის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვა გამოძიების ინტერესს ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, კვლავ არსებობს რისკი, რომ ბრალდებული თავს აარიდებს მართლმსაჯულებას, ზეგავლენას მოახდენს მოწმეებზე და მტკიცებულებებს გაანადგურებს.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, პარლამენტმა გენერალურ პროკურატურას მისცა თანხმობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ...

სემეკის ახლად არჩეული თავმჯდომარე და ყოფილი დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ  ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ანა დოლიძის თქმით, კომიტეტის სხდომაზე სა ...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 ა ...

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯ ...
^