Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურას 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ბრალდებული პირები არ გამოუვლენია

03 ივლისი, 2019 18:53

როგორც უწყებაში აცხადებენ, აქტიურად ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება; გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია ათობით მოქალაქე, მათ შორის არიან დაზარალებულები, მედიის წარმომადგენლები. პროკურატურის მოწოდებას, რომ დამნაშავე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მათთვის მიეწოდებინათ ვიდეო, ფოტო ან ნებისმიერი სახის მასალა, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მიღებული მასალების მტკიცებულებად დართვის საკითხები ექსპერტიზის შედეგების მიხედვით გადაწყდება.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების პროცესში აქტიურად ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატი. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე საქმეზე სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან გამოძიების მოცემულ რეჟიმში მონიტორინგი „ექსტრაორდინარულია“: „გამოძიების საწყისი მიმდინარეობის პარალელურად, ხარვეზების იდენტიფიცირებისა და რეკომენდაციების გაცემის გამოცდილება სახალხო დამცველის აპარატს აქამდე არ ჰქონია. გასულ პერიოდში სახალხო დამცველმა საზოგადოებას რამდენიმე მიმდინარე საქმის შედეგები წარუდგინა, თუმცა ხსენებულ შემთხვევებში გამოძიების დაწყებიდან საკმაო ვადა იყო გასული. 20-21 ივნისის ფაქტების გამოძიების პროცესში სახალხო დამცველს მოუწევს შეაფასოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები გამოძიების პროცესის კვალდაკვალ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე ათ სამართალდამცველს, რომლებიც აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერეს. მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^