Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

#სირცხვილია დღე მეცხრამეტე - ანტისაოკუპაციო აქცია პარლამენტთან დღესაც გაიმართება

08 ივლისი, 2019 18:31

ანტისაოკუპაციო აქცია პარლამენტთან დღესაც განახლდება. თავდაპირველად ორგანიზატორები მხარდამჭერებს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებდნენ: „პროტესტის მე-19 დღე! ჩვენი მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ მთავრობამ ქართული მარში და კრემლის მიერ მართული ჯგუფები მომართა. 18 დღეა, პარლამენტთან საქართველოს სამსახურში ვდგავართ და ვითხოვთ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას. არც დღეს შეიცვლება რამე. 19:00 საათიდან, საქართველოს სამსახურში გელოდებით“.

თუმცა, იმის გამო, რომ პარლამენტთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის, ქართული მარშისა და ლევან ვასაძის მომხრეები დილიდან არიან შეკრებილნი, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა გმირთა მემორიალთან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერებს 19:00 საათზე პუშკინის სკვერში შეკრებისკენ მოუწოდეს, საიდანაც მშვიდობიანი აქციით, ხელებაწეულნი გადაინაცვლებენ პარლამენტთან და ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას.

ამავდროულად, აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხედველობაში მიიღოს კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები, შეასრულოს თავისი ვალდებულება და უზრუნველყოს შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა უსაფრთხოება და ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობა. 

„ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია, ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი და ოკუპანტი, მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა - ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს;

დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით; დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას;

მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს, დღეს, 19:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მიშა მშვილდაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააცნო საზოგადოებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^