Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მაკნატუნას“ დირექტორი კომპანიის შემოწმების პოლიტიკურ ქვეტექსტებს უარყოფს

15 ივლისი, 2019 17:42

შპს „მაკნატუნას“ დირექტორი ემზარ სოხაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ წარმოებული მზესუმზირის ახალი შეფუთვის გამო, კომპანიაში შემოსავლის სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. ახალ შეფუთვაზე გამოსახულია საქართველოს რუკა და დატანილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 

“ეს არის ცრუ ინფორმაცია. შემოსავლების სამსახური გეგმიურ შემოწმებას ატარებს და მას არანაირი კავშირი არა აქვს მზესუმზირის ახალ შეფუთვასთან” - განაცხადა ემზარ სოხაძემ. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ოფიციალური  განცხადებით პასუხობს, რომლის მიხედვით, შპს „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია გასული წლის 26 ნოემბერს დაიწყო და ამჟამად წარმოდგენილი მასალების შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ყოველდღიურად ხდება ათეულობით კომპანიის შემოწმება და ეს ჩვეულებრივი პროცესია. შესაბამისად, შპს „მაკნატუნაში“  მიმდინარე საგადასახადო შემოწმების  მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცალკეული ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა“ - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში . 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ...

სემეკის ახლად არჩეული თავმჯდომარე და ყოფილი დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ  ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ანა დოლიძის თქმით, კომიტეტის სხდომაზე სა ...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 ა ...

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯ ...
^