Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევერები მოსამართლეთა 20 ვაკანსიის 6-მდე შემცირებას მოითხოვენ

15 ივლისი, 2019 20:02

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანი დოლიძე მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მათი მხრიდან კომპრომისი დაუშვებელია და კვლავ რადიკალურ მოთხოვნებს აყენებენ. როგორც მათ პარლამენტში, დეპუტატთა ჯგუფთან შეხვედრაზე აღნიშნეს, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს კონკურსი და 20 მოსამართლის ვაკანსია მაქსიმუმ ექვსამდე უნდა შემცირდეს. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნა, დაუშვებელია დღეს მოქმედ, კომპრომეტირებულ იუსტიციის საბჭოს, ასევე ამ მოწვევის პარლამენტს უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობის დაკომპლექტების საშუალება მისცე.

დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოს 28 მოსამართლის ადგილიდან 20 ვაკანტურია. ჯანეზაშვილის შეფასებით, უმაღლეს ინსტანციაში განსახილველ საქმეთა თვალსაზრისით შექმნილი პრობლემის გადასაწყვეტად, ამ ეტაპზე 5-6 მოსამართლის დამატება იქნება საკმარისი. ხოლო მოსამართლეთა სრულიად დაკომპლექტება მომდევნო მოწვევის პარლამენტს უნდა მივანდოთ. „დიახ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით ეს გამართლებული გადაწყვეტილება იქნება“ - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

„ბოლო თვეების განმავლობაში მივუთითებდით დარღვევებზე, რასაც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატების შერჩევის პროცესში ვხედავდით. ისეთი ხარისხის დარღვევები დაგროვდა, რაც პროცესის წინ წასვლას შეუძლებელს ხდის. გარდა იმისა, რომ არსებობს სავარაუდო გარიგება მოსამართლე წევრებს შორის, იუსტიციის საბჭო, ფაქტობრივად, ნათლობას დაემსგავსა, რადგან პროცესში რამდენიმე ადამიანის ნათესავი იღებს მონაწილეობას. ამ პროცესის შედეგად არჩეული ადამიანები უზენაესს სასამართლოს ვერ გააძლიერებენ - პირიქით, მხოლოდ რეპუტაციულ დამღას მიიტანენ იქ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, თითქოს აქტუალურობა  დაუკარგა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, ამიტომ რამდენიმე კოლეგასთან ერთად სთხოვა იუსტიციის არამოსამართლე წევრებს, მისულიყვნენ პარლამენტში და ინფორმაცია მიეწოდებინათ. "გეტირება ადამიანს, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა და ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - კლანის წევრების, ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების. უკვე შინაარსობრივი განსხვავება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის აღარ არის. განსხვავებულია აგრესიის დონე. ის იყო საკუთარი მოსახლეობის მოძულე ხელისუფლება, ეს ხელისუფლება არის ყველაფერს რომ გააკეთებს - მოგატყუებს, ფეხს დაგიდებს, სხვა სტილით, თუმცა იმავე ავტორიტარული მისწრაფებებით."- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^