Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო - საია

16 ივლისი, 2019 16:50

„საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია განხორციელდა დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა. 

საიაში აცხადებენ, რომ ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის შექმნას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. რეორგანიზაციის ნუსხაში მოხვედრილმა არაერთი სსიპ-ის წარმომადგენელმა მიმართა საიას. რის შემდეგაც საიამ, მიმდინარე წლის ივნისში, წერილობით მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და ყველა იმ დოკუმენტის ასლი მოითხოვა, რომელიც სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ-ების რეორგანიზაციას დაედო საფუძვლად.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ მცირე კონტიგენტიდან დაწესებულებებს წარმოადგენდა და მათი ცალკე, სსიპ არსებობა აღარ წარმოადგენდა აუცილებლობას. თუმცა საიას განცხადებით, უცნობია, რა პრინციპით მოხდა აღნიშნული სსიპ-ის შერჩევა, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიღების დროს სამინისტროს სისტემაში კულტურის სფეროში არსებული 70 სსიპ შედიოდა.

„მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად, მთავრობის დადგენილების განმარტებით ბარათში, ევროკავშირის ექსპერტის მიერ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, კულტურის სფეროში მმართველობის გაუმჯობესების მიზნით შეთავაზებული რეკომენდაციებია მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები - ოპტიმიზაციის გარდა ე.წ. ქოლგა ორგანიზაციის შექმნის და დეცენტრალიზაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა, სამინისტრომ არჩევანი ყველა სსიპ-ის შემთხვევაში ოპტიმიზაციაზე შეაჩერა. სსიპ-ების სიაში მოხვდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიც, მაშინ როცა ევროკავშირის ექსპერტის დასკვნაში, სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი არაერთხელ არის დასახელებული, როგორც სანიმუშო და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი უწყება“, - წერია განცხადებაში.

საიას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ოპტიმიზაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოდგენდა ის, რომ რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ები დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ თანამედროვე მართვის მექანიზმების დანერგვასა და საკუთარი მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილად განხორციელებას. თუმცა, როგორც ორგანიზაცია წერს, რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ის ნაწილის საქმიანობის სპეციფიკისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ აღნიშნული შეფასება რაიმე სახის კვლევას არ ეფუძნებოდა.

„ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ცნობილია, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ, დაფუძნებიდან - 2014 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული. კერძოდ, ქართული ლიტერატურის 300-ზე მეტი თარგმანი გამოიცა; 30 უცხო ენაზე 250-ზე მეტი ავტორის ნაწარმოები ითარგმნა და ცენტრმა 100-ზე მეტ უცხოურ გამომცემლობასთან ითანამშრომლა. ცენტრის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენდა 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს როგორც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა“, - ვკითხულობთ საის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შემთხვევაში, სსიპ ხელმძღვანელებთან არ ყოფილა შესაბამისი კომუნიკაცია და გადაწყვეტილება მოულოდნელად იქნა მიღებული. 

"არ ჩატარებულა წინასწარი შეხვედრები და შესაძლო რისკების გააზრება. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არაერთი პროექტის განხორციელება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც მწერალთა სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა მედიასთან არაერთხელ დაადასტურა", - წერს საია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^