Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს ეროვნული ბანკი ლარის გასამყარებლად 40 მილიონ დოლარს გაყიდის

01 აგვისტო, 2019 15:32

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას"- ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე კომენტარი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარემ რომან კაკულიამ გააკეთე. მისი თქმით იმედია ეს ჩარევა დროულია. „დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ბანკს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ინფლაციის პრევენციას და არა მასზე დეფაქტო რეაგირებას. ჩარევისთვის სწორი მომენტის შერჩევა ნიშნავს, რომ პრევენციას აკეთებ ინფლაციის. ძალიან კარგია ეს დღევანდელი ჩარევა, ვფიქრობ, რომ შესაძლოა უკეთესიც იყო ადრე, მაგრამ ისინი კომპეტენტური ადამიანები არიან. თუ დღეს ჩათვალეს საჭიროდ, იმედი ვიქონიოთ, რომ დროულია ეს ჩარევა“, - განაცხადა კაკულიამ ჟურნალისტებთან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^