Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ

05 აგვისტო, 2019 15:03

ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურკომპენსაციას მიიღებენ. კანონპროექტი, რომელიც „მწვანე ალტერნატივის“ საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადდა და ძალაში 2019 წლის 1 აგვისტოს შევიდა. 

კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 4500-IIს) დაზარალებულთა ოჯახებისთვის ყოველთვიურ, 1000-ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ის გადაეცემა მათ ოჯახებს, ვინც სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის, ან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ან ამ დროს მიღებული დაზიანებით დაიღუპა. კომპენსაცია ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე მომხდარ შემთხვევებზეც. 

მათი დაფასებისთვის, ვინც ბუნების დაცვას თავი შესწირა, „მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოს პარლამენტს 2 წლის წინ მიმართა. 2017 წლის 22 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში „მწვანე ალტერნატივა“ აღნიშნავდა:

„ჩვენი ქვეყნის ბუნების, ტყეების, დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ისეთივე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, ისეთივე პატრიოტიზმია, როგორიც სამშობლოს ერთიანობის ან მართლწესრიგის დაცვა. ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით... ჩვენ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის სამსახურის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებისათვის; ეს იქნება რეინჯერების, ტყის მცველების, გარემოს დაცვის ინსპექტორების და მათი კოლეგების საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მათ საქმიანობას აფასებს ქვეყანა“. 

კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ხოლო კანონპროექტის ინიციატორები - პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი ხახუბია, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირინე ფრუიძე, ანრი ოხანაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, სვეტლანა კუდბა და მერაბ ქვარაია.

კანონპროექტის დამტკიცებას 2 წელზე მეტი დასჭირდა. ის საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2019 წლის 17 აპრილს დაამტკიცა. დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანება იყო. 

„სიმბოლურია, რომ კანონის ამოქმედების წინა დღე - 31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. ამასთანავე, „მწვანე ალტერნატივა“ სწორედ 2001 წლის 31 ივლისს დაარსდა. თუმცა, ორგანიზაციის საზეიმო განწყობა მთლიანად დაჩრდილა ჩვენი კოლეგის, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ (NACRES) გამგეობის წევრის და კონსერვაციის პროგრამის დირექტორის, ბეჟან ლორთქიფანიძის დაკავების ფაქტმა. იგი 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს და აღმკვეთი ღონისძიების სახით, სრულიად უსაფუძვლოდ, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^