Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი „რუსთავი2"- ის წილებისთვის ბრძოლას იწყებს

05 აგვისტო, 2019 17:48

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ტელეკომპანიის წილებისთვის ბრძოლას იწყებს. ამის შესახებ „რუსთავი 2"-ს ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ ია კიწმარიშვილმა განუცხადა. მისი თქმით კონსულტაციები ამ საკითხზე იურისტებთან უკვე გაიარა.

მე რა თქმა უნდა, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრე გავაგრძელებ მის დაწყებულ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეროსის ღვაწლი, ნიჭი, შრომა არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის საქმეში, არამედ მთლიანად საქართველოს, თავისუფალი მედიის განვითარებისთვის დახარჯული მისი ეს ენერგია, როგორც მინიმუმ ამით მაინც უნდა დაუბრუნდეს.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგად ესმის ქიბარ ხალვაშსაც, ეს კარგად ესმის დღევანდელ ხელისუფლებასაც. მე ყველანაირი უფლება მაქვს, როგორც გავიარე კონსულტაცია ჩემს იურისტებთან მოვითხოვო ეროსის წილი, როგორც მის სამართალმემკვიდრემ და მე ამას გავაკეთებ და დაველოდები უკვე ალბათ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავად ბატონი ქიბარი რას ფიქრობს ამის შესახებ. „რუსთავი 2"-ის 100% დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს. მე პირველ რიგში, ვულოცავ მას ამ გადაწყვეტილებას, ალბათ ძალიან გამორჩეული ადამიანი უნდა იყო, რომ შენს სასარგებლოდ, ესე არაფრით, დაუმსახურებლად მიიღო ესეთი საჩუქარი. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი შემთხვევით მოხვდა ამ ტელევიზიაში და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ეს მე პირადად, რაღაც აბსურდის თეატრს მაგონებს“ - განაცხადა ია კიწმარიშვილმა. 

„რუსთავი2"-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილს დღეს, 5 აგვისტოს დაბადებიდან 55 წელი შეუსრულდებოდა. კიწმარიშვილი 2014 წლის 15 ივლისს ავტოფარეხში საკუთარ მანქანაში იპოვეს გარდაცვლილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებას მ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე და ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
^