Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტი 1 ლარად

06 აგვისტო, 2019 16:50

სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ პროგრამით, რომელიც ერთ ლარად გარკვეული მედიკამენტების შეძენას გულისხმობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

„სამუშაო ადგილებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, ეს არის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე და აქ მინდა, ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომი ფასები წამლებზე. ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ამ პრობლემებთან გამკლავება.

ამ თვალსაზრისით დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა. მოგეხსენებათ, ეს იყო პრიორიტეტული დავალება, რომელიც მივეცი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს. დღესდღეობით უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი - პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები შეძლებენ, სიმბოლურად, ერთ ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები“, - განაცხადა პრემიერმა.

პროგრამა - „35 მედიკამენტი 1 ლარად“ - განკუთვნილია გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

როგორც პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამა მომავალში გაგრძელდება და მედიკამენტების სიაც გაფართოვდება

„აქვე მსურს, ყველას შეგპირდეთ, რომ პროგრამა გაგრძელდება და სიაც გაფართოვდება. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიცემული პრიორიტეტული დავალება. დღეიდან კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული პროგრამა უკვე ამოქმედდა და ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ,  ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქში შეიძინონ სიაში შეტანილი პრეპარატები ერთ ლარად. ამით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ დავიწყოთ სისტემური მოგვარება პრობლემებისა, რომლებიც არის ჩვენს საზოგადოებაში, ეკონომიკაში“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^