Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ტვ პირველის" მფლობელი პროკურატურაში დაიბარეს

06 აგვისტო, 2019 18:35

მთავარმა პროკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის" მფლობელი ვახტანგ წერეთელი დაკითხვაზე დაიბარა. წერეთელი სოციალურ ქსელში ამ ფაქტს თავისუფლი სიტყვის დევნად აფასებს და წერს, რომ გამოძიებისთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვას მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. „თუმცა, წინასწარ გეუბნებით, „ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ!", - წერს წერეთელი.

როგორც მთავარ პროკურატურაში „ლიბერალს“ განუცხადეს, ვახტანგ წერეთელი დაკითხვაზე დაბარებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელშიც ბრალდებულად ცნობილნი არიან ,,თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.  

ბრალდების ირგვლივ გამოძიების მერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, 2008 წლის აპრილ-მაისში - ,,თიბისი ბანკმა“ ბიზნესმენ წერეთლის კომპანიებზე - ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც შემდეგ უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე.  ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდების გამო ,,თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ წერეთელი ჩვენების მისაცემად ხვალისთვის დაიბარა, თუმცა ვინაიდან მან საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა, დაკითხვა 9 აგვისტოს ჩაინიშნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^