Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დვალი-აქიმიძის ადვოკატი: „რუსთავი 2"-ის მყიდველი კეთილსინდისიერად ვერ ჩაითვლება

12 აგვისტო, 2019 14:31

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2-ის“ პოტენციური მყიდველებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ამზადებენ. ისინი ტელეკომპანიის აქციების პოტენციურ შემძენს აფრთხილებენ, რომ კეთილსინდისიერ მყიდველებად ვერ ჩაითვლებიან და მოუწოდებენ, ეს სამართლებრივი რისკი გაითვალისწინონ.

როგორც „ლიბერალს“ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, დვალი და აქიმიძე  ტელეკომპანიის კანონიერ მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებენ. სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებობს მუხლი, რომ თუ მსგავსი შემაფერხებელი გარემოების შესახებ შემსყიდველი მხარისთვის წინასწარ არის ცნობილი და ის ქონებას მაინც შეიძენს, ეს გარიგება არალეგიტიმურად ჩაითვლება.

დღეს, „რუსთავი 2-ის“ მიერ  გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტელეკომპანიის 100%-ის მფლობელმა ქიბარ ხალავაშმა მისი​ გაყიდვა გადაწყვიტა .

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ს ყიდის

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა და ყოფილმა მფლობელებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ წილების იძულებით დათმობის შესახებ პროკურატურას 2012 წელს მიმართეს. გამოძიების პროცესი დღემდე გრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^