Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომის ინსპექციამ შემოწმებულ 30 სამშენებლო ობიექტზე დარღვევები გამოავლინა

13 აგვისტო, 2019 14:51

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით, მონიტორინგის ფარგლებში, 30 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, შემოწმებული ობიექტებიდან 30-ივეში დარღვევები გამოვლინდა.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 30-ივე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს 7-დან 14 დღემდე ვადა განესაზღვრათ. ასევე 20 ობიექტზე შეჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 21 ობიექტს ადმინისტრაციული სახდელის სახით, ჯამში 605 500 ლარის ოდენობით  ჯარიმა დაეკისრა.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი  ძირითადი დარღვევები:

  • რისკების შეუფასებლობა;
  • სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა;
  • დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);
  • არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;
  • ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;
  • ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;
  • აღჭურვილობის გაუმართაობა;
  • შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა;
  • მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;
  • ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

კომპანიებს შორის, რომლებშიც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა დარღვევები გამოავლინა არის:

1. შპს “ნიუ გრუპ პლიუსი”
2. ამხანაგობა სიმაღლე წერეთლი
3. შპს “იმფაირ ბილდინგ”
4. შპს “პლატინიუმ ვაზისუბანი”
5. შპს “ორჯ ორთაჭალა”
6. შპს “სამშენებლო ინვესტიციები ვერაზე”
7. შპს “ეს დი ჯი”
8. შპს “სან დეველოფმენთი”
9. შპს “თორი”
10. შპს “ბალავარი პროპერტის”
11. შპს “ჯეო ქონსტრაქშენი”
12. შპს “ჰაუსარტ-ლუქსი”
13. შპს “საბურთალო პალასი”
14. შპს “იუნიქსი”
15. შპს “ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი”
16. შპს “ქიაჩელი რეზიდენსი”
17. შპს “აგორა”
18. შპს “ქართულ-ესპანური სამშენებლო კომპანია-2017”
19. შპს “კიკვიძე 1”
20. შპს “რესტარტ”
21. შპს “ტჯ ჯგუფი”
22. შპს “ვესადენი”
23. შპს “ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია”
24. შპს “ლუქსორ აპარტამენტები”
25. შპს “მწვანე სახლი”
26. შპს “ჯორჯიან ფექიჯინგი”
27. შპს “ემ დე კა+”
28. შპს “სოლოლაკი რაიზ”
29. შპს “დ+დ”
30. სს “ეს ჯგუფი”.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც 2019 წლის 23 ივლისს დაიწყო,12 აგვისტოს ჩათვლით ჯამში 86 ობიექტი შემოწმდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

გიორგი რურუა თავს უდანაშაულოდ ცნობს

თბილისის საქალაქო სასამართლო „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

ჟურნალისტური ქარტია აჭარის ტელევიზიის და ...

აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია კვლავ გაააქტიურა სააპელაციო სასამართლოს მიერ 18 ნოემბერს მიღ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

სასამართლო დემონსტრანტთა ადმინისტრაციული ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში18 ივნისის მოვლენებისას დაკავებული დემონსტრანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხ ...
^