Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ტელევიზიების ვალების რესტრუქტურიზებაზე განცხადებას ავრცელებს

14 აგვისტო, 2019 17:53

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი (AB) ფინანსთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, სახელმწიფო მილიონობით დავალიანების მქონე ეროვნულ მაუწყებლებს ვალების რესტრუქტურიზებას სთავაზობს.

როგორც განცხადებაში წერია, AB ბოლო წლების განმავლობაში არაერთგზის მიუთითებდა სამაუწყებლო  მედიასექტორში არათანაბარ საგადასახადო პირობებზე, „რომლის ნაწილია გავლენიანი მაუწყებლების მიმართ ლოიალური, ხოლო მცირებიუჯეტიანი ლოკალური მაუწყებლების მიმართ მკაცრი საგადასახადო პოლიტიკა, თუმცა მხოლოდ ეს მიდგომა არ ქმნის არათანაბარ პირობებს“.

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი აქამდეც აწვდიდა მთავრობას კონკრეტულ წინადადებებს, მზა პოლიტიკის დოკუმენტს მედიასექტორში აუდიოვიზუალური მწარმოებლებისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად, თუმცა პასუხად პოლიტიკური ნება დღეს გამოხატულია იმ მილიონობით დავალიანებებში („რუსთავი 2-ს“ - 28 მილიონამდე, „იმედს“ - 19 მილიონის ფარგლებში, „მაესტროს“ კი 9 მილიონ ლარამდე დავალიანება აქვთ დაგროვილი), რაზეც ფინანსთა სამინისტრო დღეს თავად საუბრობს.

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი (AB) მოვითხოვთ, მთავრობამ ამჯერად მაინც აწარმოოს ფართო მსჯელობა საკითხის ირგვლივ. ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ მზაობას ჩავერთოთ პროცესში და წარვადგინოთ პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზები“, - წერია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სასამართლო ოქრუაშვილს ნახევარმილიონიან გ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

კვირის კომიქსი: „ლელო"

ავტორი: სალომე ჯოხაძე
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვიდეო ► არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა დ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზ ...
^