Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ფორმულა“: „კომუნიკაციების კომისიის დადგენილ ხარვეზებს დროულად გამოვასწორებთ“

15 აგვისტო, 2019 14:52

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ავტორიზაციის პრეტენდენტ კომპანია „ფორმულას’’ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზები დაუდგინა და მათ გამოსასწორებლად ხუთდღიანი ვადა განუსაზღვრა. "ფორმულას" იურისტი აცხადებს, რომ კომისიის შენიშვნებს უკვე გაეცნო​ და მათ გამოსასწორებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავტორიზაციის შესახებ ,,ფორმულას’’ განაცხადი 2019 წლის 13 აგვისტოს შევიდა. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია კომპანიის მიერ არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი:

„განცხადებაში არ არის მითითებული სატელევიზიო მაუწყებლობის ბრენდული სახელწოდება; თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით არის წარმოდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ, არ არის მითითებული რა ფულადი სახსრებითა და აქტივებით გეგმავს კომპანია მაუწყებლობის დაწყებას. გეგმაში მითითებულია მხოლოდ ის შემოსავალი, რომლის მიღების მოლოდინი კომპანიას მაუწყებლობის დაწყების შემდეგ აქვს.  

ამას გარდა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მულტიპლექსით, სატელიტით, საკაბელო ოპერატორების ქსელისა და ინტერნეტის გამოყენებით მაუწყებლობის გავრცელების ხარჯები, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ პლატფორმებზე მაუწყებლობის დაწყების თარიღები. ასევე, არ არის მითითებული რა სახსრებით გეგმავს კომპანია აღნიშნული ხარჯების დაფარვას. კომისიისთვის ასევე არ არის მოწოდებული მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ შპს „სტერეო+“-თან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება, ისევე, როგორც თანამგზავრულ და საკაბელო ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება; კიდევ ერთი ხარვეზი საწესდებო კაპიტალსა და მისი განაღდების ნაწილს ეხება. გაცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, ისევე, როგორც ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ“ - ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

როგორც „ლიბერალს“ შპს "ფორმულაში" განუცხადეს, შენიშვნები პროცედურული ხასიათისაა და ვარაუდობენ, რომ გასწორებულ დოკუმენტაციის წარდგენას ხუთ დღეში მოასწრებენ. კომპანიის იურისტის ეთო ქათამაძის განცხადებით,  ამ დროისთვის გადაწყვეტილია, რომ არხი „ფორმულას“ სახელწოდებით იმაუწყებლებს. რაც შეეხება ეთერში გასვლის თარიღის დაზუსტებას და ფინანსურ კომპონენტს, ამ საკითხებზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და მოთხოვნილ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დროულად მიაწვდიან.  

როგორც კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციას მაქსიმუმ ათ სამუშაო დღეში მიენიჭება. იმ შემთხვევაში, თუ ხუთ სამუშაო დღეში სრულყოფილი დოკუმენტების წარმოდგენა ვერ მოხდება, კომპანიას კვლავ ექნება შესაძლებლობა კომისიას განმეორებით მომართოს.

გავრცელებული ინფორმაციით შპს ,,ფორმულა’’ ტელეკომპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპრაკებას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთანაც აწარმოებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^