Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა

17 აგვისტო, 2019 14:54

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებელი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი ნიკა გვარამია გვპირდება ტელეკომპანია ეთერში იმაზე მალე გავა, ვიდრე გვგონია.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი საჯარო რეესტრიდან ამონაწერსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის საკონტროლო, 51 პროცენტის მფლობელი ნიკა გვარამია იქნება, ხოლო 49 პროცენტის მესაკუთრე კომპანია „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე, დირექტორებად კი „რუსთავი 2-ის“ ყოფილი იურისტები - დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილია მითითებული.  

როგორც გვარამია „ფეისბუკზე“ წერს, წილების მოცემული განაწილება დროებითი და პირობითია. „მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^