Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთვი 2"-ის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია

20 აგვისტო, 2019 15:15

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" არ გაიყიდა“ - ამის შესახებ განცხადება არხის მფლობელმა, გუშინ, 19 აგვისტოს გაავრცელა. ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის გაყიდვისთვის განსაზღვრა, ირკვევა, რომ ამ ვადაში რეალური მსურველი არ გამოჩნდა. 

იმის თაობაზე თუ როგორ გააგრძელებს რუსთავი 2 სამომავლოდ ფუნქციონირებას, ხალვაში ამბობს, რომ არხი გახდება კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს. „მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2" არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას".

განცხადების მიხედვით, ქიბარ ხალვაში თავს ვალდებულად თვლის, ტელევიზია გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან, რათა „რუსთავი 2" ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნოს ნდობა. ხალვაშის თქმით, ის ასევე გეგმავს გააგრძეოს სამართლებრივი დავა ნიკა გვარამიასთან. 

„ვაი-უშველებელი ტრიალებს „რუსთავი 2”-ის გარშემო", ასე აფასებს „შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებს. 

უსუფაშვილის თქმით, „ვინ ვის როგორ კვანტს დაუდებს, როდის ვითომ იყიდის და ვითომ გაყიდის ამ დეტალებზე კომენტარი არ ღირს", მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ხელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ტელეკომპანიების დავალიანებაზე ფინანსთა სამინისტროს რომელი ხელმძღვანელია პასუხგებაში მიცემული.„რაც შეეხება ბოლო მოვლენებს, მე ის უფრო მაინტერესებს, ფინანსთა სამინისტროს რომელი ხელმძღვანელია პასუხგებაში მიცემული „იმედის“, „მაესტროს“, „რუსთავი 2“-ის მიერ ბიუჯეტისთვის არგადახდილი 60 მილიონი ლარისათვის და რა პოლიტიკური მოტივებით იყო მიღებული ასეთი გადაწყვეტილებები“, - აცხადებს უსუფაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^