Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კრიზისი „რუსთავი 2“-ში - ტელევიზიას ჟურნალისტები ტოვებენ

21 აგვისტო, 2019 13:26

გუშინ, 20 აგვისტოს, „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო პორტალზე უკანასკნელი ინფორმაცია 21:05 წუთზე დაიდო, რომელიც გვამცნობდა, რომ გამოსამშვიდობებელი სიტყვებით ეთერი და არხი დატოვეს 9-საათიანი კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. თითქმის 15 საათიანი პაუზის შემდეგ პორტალზე მორიგი განცხადება დღეს 11:56 საათზე გამოჩნდა: „არხზე მიმდინარე მოვლენების გამო, "კურიერი" 12:00 საათზე ეთერში არ გავა. დამატებით ინფორმაციას არხის მაყურებელი ჩვენი ვებ-გვერდიდან შეიტყობს“.

ვითარების შესახებ ოფიციალური განმარტება არხის მენეჯმენტის მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით ქიბარ ხალვაშის მიერ „ფეისბუკზე" გავრცელებულ  პოსტს, რომ „რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“.  

გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია თანამშრომლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა „კურიერის” გუნდში ამ დრომდე ვერ იპოვა ადამიანი, რომელსაც საინფორმაციო გამოშვების წაყვანაზე დაითანხმებდა. ჟურნალისტები უარს ამბობენ გადაღებაზე გასვლაზე და სიუჟეტების მომზადებაზეც.  

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს არხის დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2-დან” წამყვანი ჟურნალისტები, ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი დაითხოვეს, რაც მათი კოლეგების პროტესტის მიზეზი გახდა. დიანა ჯოჯუასა და მიხეილ სესიაშვილის შემდეგ არხი დატოვა პაატა იაკობაშვილიც: "მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ იქნებ რუსეთს ოკუპანტი არ დაუძახო. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე ვთქვა, რომ ეს რა სასწაული ყოფილა, ეს პირდაპირ დანაშაულია. კი, მე წავალ ამ არხიდან", - განაცხადა „კურიერის" წამყვანმა აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში.

„რუსთავი 2-დან“ წასვლაზე მიანიშნებს „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული პოსტით „PS-ის“ ჟურნალისტი მაიკო ლომიძე. „ჩემი ხელით არ დაგანგრევინებ ამ ქვეყანას. ერთი წუთი არ ვიმუშავებ შენთვის!“ - წერს იგი.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელმაც გათავისუფლებული ჟურნალისტები სამუშაოდ მის მიერ დაფუძნებულ ახალ ტელევიზიაში მიიწვია, აცხადებს, რომ დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვილი არიან გმირები, ხოლო ვინც „რუსთავი 2“ - ში, დარჩენას აპირებს, უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის თანამშრომლები გახდებიან. „არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით. თქვენს პრემიებსაც ამოვიღებთ და დაგითვლით, რა პრობლემაა, მაგრამ დარჩენა თუ გინდათ, ღიად უნდა თქვათ, რომ რჩებით ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში. გეყოფათ მაიმუნობა“, - განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^