Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპიენსიო ასაკს მიღწეული 6000-მდე მასწავლებელი ფულად ჯილდოს მიიღებს

22 აგვისტო, 2019 13:09

ფულადი ჯილდოს მსურველი საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომელთაც სკოლის დატოვება გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასს 2019 წლის ოქტომბერში მიიღებენ. გარდა ამისა, მათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევა მთელი სიცოცლის განმავლობაში ექნებათ.

ირინა აბულაძის თქმით, პირველი ეტაპისთვის დაახლოებით 6000 მასწავლებელი იყო რეგისტრირებული. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდია იმ მასწავლებელთა რაოდენობა ვინც ამ ეტაპზე რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრო. 

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, დღესდღეისობით, სკოლებში 12,000 საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებელია დასაქმებული.  ჯილოდოს გაცემა გრძელდება და მეორე ეტაპისთვის რეგისტრაცია სკოლაში დარჩენილ საპენსიო ასაკს მიღწეულ პედაგოგებს 2019 წლის ბოლომდე შეეძლებათ.

მასწავლებლების სკოლებიდან გადინებამ დიდი რაოდენობით ვაკანსიები შექმნა. 22 აგვისტოსთვის მასწავლებლის სახლის ვებგვერდზე ვაკანსიების რაოდენობა დაახლოებით 3000-ია. 

ირინა აბულაძემ ასევე ისაუბრა განათლების სფეროს წინსვლაზე და ახლო მომავლში მისი დაფინანსების ზრდაზე. მასივე თქმით, პედაგოგების ხელფასის ზრდა 2022 წლამდე გაგრძელდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სასამართლო ოქრუაშვილს ნახევარმილიონიან გ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქ ...
^