Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას აპროტესტებენ

02 სექტემბერი, 2019 13:49

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძის მოხსენიებამ საზოგადოების ნაწილში მწვავე რეაქციები გამოიწვია. დღეს მათ პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოსთხოვეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ვიდრე პრეზიდენტისგან არ მოისმენს პასუხს, თუ რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი, მას მანამდე კომფორტულად მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. „ვიზიარებთ საზოგადოების ინტერესს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთოს განმარტება, რატომ და ვისი დავალებით მოხდა პოლიციელის სადისტური მკვლელობის განმახორციელებელი პირის შეწყალება. ქართველი ხალხი იმსახურებს პასუხი გაეცეს ამ კითხვას. პირდაპირი ინფორმაცია გვაქვს იმის თაობაზე, რომ ზურაბიშვილმა ეს შეწყალება ივანიშვილის დავალებით გააკეთა", - განაცხადა ზოდელავამ.

შეგახსენებთ, რომ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილთან შეკითხვები აქვს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს. როგორც თარაშ მუკბანიანის დეიდამ, ნინო ოდიშარიამ „ლიბერალს“ განუცხადა, მიმართავს პრეზიდენტს, რომ საჯაროდ დაასახელოს, ვისი ინიციატივით, რის საფუძველზე და რა მოტივით შეიწყალა თარაშის მკვლელი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მცირე კომენტარი ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა: „რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რამაზ დევაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის სექტემბერში 12 წლით პატიმრობა შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უმცროს-ინსპექტორის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიუსაჯა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1992 წელს დაბადებულ თარაშ მუკბანიანს, რომელიც ინციდენტის დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. პოლიციელი მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძე 2015 წლის თებერვალში სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა იგი სარფის საბაჟო პუნქტიდან საქართველოს დატოვებას აპირებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა წელს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანი და რვა ქალია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^