Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Galaxy Note10|10+ ის გაყიდვები დაიწყო!

02 სექტემბერი, 2019 13:55

სამსუნგის უახლესი ფლაგმანი მოდელები Galaxy Note10|10+ უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორების მაღაზიებში.

შეიძინე წლის საუკეთესო სმარტფონი და გამოსცადე ახალი თაობის სიმძლავრე!

წელს პირველად ნოუთის ხაზის ისტორიაში სამსუნგმა ორი სხვადასხვა ზომის და კონფიგურაციის სმარტფონი წარმოადგინა - Galaxy Note10 და Galaxy Note 10+.

სმარტფონები შექმნილია კრეატიული, სოციალურად აქტიური და საქმიანი ადამიანისთვის, ვინც მაქსიმალურს მოითხოვს თავისი სმარტფონისგან.

 სმარტფონები აღჭურვილია 7 ნანომეტრიანი, ულტრა თანამედროვე პროცესორით, რომელიც მის წინამორბედთან შედარებით გახდა კიდევ უფრო მძლავრი და ამავდროულად ენერგოეფექტური.  Galaxy Note10|10+ ეკრანები დინამიური AMOLED ტექნოლოგიის FHD+ რეზოლუციის ეკრანით არის აღჭურვილი. მას ამ ეტაპისათვის ყველაზე მაღალი სიმკვეთრის მაჩვენებელი აქვს და HDR10+ ტექნოლოგიის მხარდაჭერით შეუძლია მილიარდზე მეტი ფერის გადმოცემა.

Galaxy Note10+ გიგანტური 6,8 ’’  Infinity O-ტიპის ეკრანით, ყველაზე დიდი და ძლიერი მობილური მოწყობილობაა ბაზარზე. მისი შიდა მეხსიერება 256 GB-ია, ხოლო მიკრო SD ბარათის მხარდაჭერა გაძლევთ საშუალებას მოცულობა 1 ტერაბაიტამდე გაზარდოთ. Galaxy Note10+ ვერსიაში ძირითადი კამერების რაოდენობა ოთხია, დამატებული აქვს  3D  სენსორი, იგივე TOF კამერა. გიგანტური ეკრანის მქონე სმარტფონის აკუმულატორის მოცულობაც შესაბამისია და შეადგენს 4300 მილიამპერს.

Galaxy Note10 წარმოდგენილია 6.3 ინჩიანი Infinity O-ტიპის ეკრანით. მისი შიდა მეხსიერება 256GB-ია, ხოლო  ოპერატიული მეხსიერება 8 GB შეადგენს. აქვს სამი ძირითადი კამერა: ფართოკუთხიანი 12 MP, f/1.5- f/2.4, 27mm; ტელეფოტო - 12 MP, f/2.1, 52mm და  ულტრაფართოკუთხიანი ლინზა 16 MP, f/2.2, 12mm.

სუპერ სწრაფი, უსადენო დამუხტვა, გაუმჯობესებული კამერა, ობიექტების 3D სკანირება, ვიდეოგადაღებისა და დამუშავების სრულიად განსხვავებული შესაძლებლობები, ახალი თაობის S-Pen,   რომელიც ახლა უკვე შეხების გარეშე მართვის საშუალებას გაძლევთ და ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რაც ერთ სმარტფონშია თავმოყრილი.

სმარტფონები წარმოდგენილია ოთხ საოცრად ლამაზ ფერში: მოელვარე ნათება, მოელვარე შავი, მოელვარე თეთრი და მოლევარე წითელი.

სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით! სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი, ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.  ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის – შემოწმებულია და სრულად თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან.

ჰოლოგრამით შეძენის შემთხვევაში შენ შეგიძლია ჩაერთო Trade-In აქციაში, ანუ გაცვალო ძველი სმარტფონი სამსუნგის ახალ ფლაგმანზე; ასევე, მიიღო დამატებით 1 წლიანი ეკრანის გარანტია, ანუ ეკრანის გატეხვის შემთხვევაში სამსუნგი ეკრანს შეგიცვლის საჩუქრად.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^