Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი ღარიბაშვილი „გირჩზე“ - ამ ორგანიზაციის, თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ სახელმწიფოს

05 სექტემბერი, 2019 13:41

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, საკუთარი პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ მისი უპირველესი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება.

ღარიბაშვილის შეფასებით, ის რაც ბოლო წლების განმავლობაში სავალდებულო სამხედრო გაწვევის სფეროში ხდება, კატასტროფა და ტრაგედია. ღარიბაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საქმიანობას, ჯარისგან ახალგაზრდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, „სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა“ უწოდა. 

„მღვდელმსახურების შერჩევა მოხდება გასაუბრებით", - ბიბლიური თავისუფლება „რეფორმაციას" იწყებს

„ჩემთვის, როგორც გარედან მაყურებლისთვის ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, იყო ჩვენი ერის კატასტროფა და ტრაგედია. ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების, „ნაცმოძრაობის“ და მათთან აფილირებული წევრების ე.წ. „გირჩის“ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ხდება, რაც, ყოვლად დაუშვებელია. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი. მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ. ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირებული იყოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა.

ჯაფარიძემ იმედი გამოთქვა, რომ „ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია".

„ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი

ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო -ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან”, - წერს ჯაფარიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^