Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას" - არსად წასვლას ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ

06 სექტემბერი, 2019 13:34

„ერთი რამ მინდა გითხრათ: არსად წასვლას ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი", - ამ სიტყვებით დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეკითხვების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნიდან, გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ.

„რაც შეეხება ყველაფერ იმას რაც აქ ითქვა, ერთმნიშნელოვნად მინდა აღვნიშო, ეს არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის" სახე - ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება და ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც. მე ერთი რამ მინდა გითხრათ - არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ. და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ, ქალბატონო სალომე თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“- განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი გახარიამ. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა შეწყვიტა. 

„ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად თქვენი გამოსვლა, ამიტომ ვწყვეტთ სხდომას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სხდომის დახურვის ინიციატივით, სდომის წამყვანს რომან გოცირიძეს სალომე სამადაშვილმა მიმართა. ენმ-ის პოზიციით, მაშინ როცა მოქალაქეებს, მათ შორის მაკო გომურს, რომელსაც საშვი აქვს, მაგრამ პარლამეტის შენობაში არ უშვებენ, კითხვებზე პასუხის მოსმენას აზრი არ აქვს.

„აი, რაც ახლა აქ მოხდა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყოველდღე სიმართლის საშუალებით, ეს ხალხი ვამხილოთ, ყოველდღე სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს, მაშინ როდესაც ძალიან კარგად გვახსოვს 20 ივნისის ღამე. აი, ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები ამ დარბაზში და პირდაპირ ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდნენ ეს ხალხი აქ. ეს ერთი და მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ისხდნენ საათებით და ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა და რაც უფრო მეტი დაშავებული იქნებოდა, ეს უნდოდათ გამოეყენებინათ მათი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ კოლეგებო, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ პროტესტის ნიშნად დარბაზიდან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების გასვლის შემდეგ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^