Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ხაზარაძე - მუქარის წერილზე ექსპერტიზა სერიოზული შედეგით დასრულდა

09 სექტემბერი, 2019 16:36

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ინგლისში საკმაოდ სერიოზული ​შედეგით დასრულდა პირველადი ექსპერტიზა მუქარის წერილზე, რომელიც მისი მტკიცებით, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა. „თიბისი ბანკის" დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სხვა ტიპის კვლევები გრძელდება, თუმცა მის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გამჟღავნება არ ისურვა. შეკითხვაზე: დასტურდება თუ არა წერილზე გიორგი გახარიას ხელმოწერის ნამდვილობა, უპასუხა, რომ ამ საკითხზე ადვოკატი ისაუბრებს.

მამუკა ხაზარაძემ ფაქტის პოლიტიკური შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის წერილი საქართველოში არსებულ მართვის მახინჯ ფორმაზე მიუთითებს:  

„მათ საფუძველი ჰქონდათ, რომ ეს საქმე თებერვალში აღეძრათ, რაც არ გააკეთეს. ჩათვალეს, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაწერილი სახუმარო წერილი. ვფიქრობ, ეს სერიოზული წერილია, რომელიც მიუთითებს, რამდენად მახინჯი და კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან და თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე ამ სახელმწიფოში. ჩვენ ამას გამოვავლენთ და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება. იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში შეიძლება, რომ ნებისმიერი საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული, მით უმეტეს, რომ ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენერალურ პროკურორებად და მინისტრებად დანიშვნა. ეს არის ქვეყნის მართვის მახინჯი ფორმა, რომელიც უნდა შეიცვალოს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინგლისში ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ. მხოლოდ მიანიშნა, რომ ექსპერტიზის შუალედური შედეგი მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა, რომ „ტვ პირველის“ საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით თუკი მათი მოთხოვნები, არ შესრულდება რეპუტაციას დაუნგრევდნენ.  

გიორგი გახარია წერილის ავტორობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ „წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირში ეუბნება“. გახარიამ ამ საკითხზე განცხადება  გააკეთა პარლამენტშიც, სადაც მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილებოდა. „ამ წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ გავიდა 6 თვე. მამუკა ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს", - აღნიშნა გახარიამ.

ხაზარაძის თქმით, მუქარის შემცველი წერილის ავტორი გიორგი გახარიაა

მე წერილებს არ ვწერ - გახარია ხაზარაძეს პასუხობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^