Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამთავრობოთა კოალიცია „მოსამართლეთა კლანის" წინააღმდეგ ახალ სტრატეგიას ამუშავებს

09 სექტემბერი, 2019 18:53

საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, აქტიურობის ახალ ეტაპს აანონსებს. დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა კოალიციის მმართველი კომიტეტისა და თავმჯდომარის არჩევნები, რომლის მმართველობის მთავარი გამოწვევა ე.წ. მოსამართლეთა კლანის განეიტრალება იქნება.

კოალიციის წევრებმა ფარული კენჭისყრით კოალიციის თავმჯდომარედ, მეორე ვადით ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე აირჩიეს. როგორც მან „ლიბერალს“ განუცხადა, სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობის პარალელურად უკვე სერიოზული გამოწვევად იქცა ხელისუფლების გავლენის ზრდის ტენდენცია. იგი კოალიციის მიერ გაწეულ საქმიანობის პოზიტიურად აფასებს და საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი მოჰყავს: „მნიშვნელოვანია რომ დღეს პარლამენტში არ გვიდევს ის სია, რომელიც  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის დეკემბერში გადმოგვიგდო. ამაში კოალიციამ განსაკუთრებული როლი შეასრულა. აქტიური მონაწილეობა გვაქვს მიღებული კანონპროექტის შემუშავების პროცესში, სწორედ კოალიციის დაჟინებულმა მცდელობამ უზრუნველყო მოსამართლეთა ნომინირების პროცესის გამჭირვალობა, ინტერესთა კონფლიქტის გამომრიცხავი ნორმების შემოღება და ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ უნდა ჰქონდეთ საკუთარის თავის სასარგებლოდ კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება. კოალიცია ასევე აქტიურად მუშაობდა სასამართლო რეფორმის IV ტალღის პროცესში".

გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობა, კოალიციის წევრებს თვითკმაყოფილების საშუალებას არ აძლევს. „სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას საკმაოდ ღრმად აქვს გადგმული ფესვები​, პარალელურად ხელისუფლების გავლენა მზარდია სასამართლო სისტემაში. ვცდილობთ, რომ საზოგადოებას დავანახოთ ეს მანკიერი მხარე. მეორე მხრივ ვცდილობთ შესუსტდეს კლანური მმართველობა, ეს იქნება მიღწეული საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ სხვა აქტივობებით.პარალელურად ხელი უნდა შევუწყოთ მოსამართლეებს, რომლებიც ცალსახად არ წარმოადგენენ კლანს და ცდილობენ, რომ საკუთარი გადაწყვეტილებებით სანდოობა შესძინონ სასამართლო ხელისუფლებას" - აცხადებს კოალიციის თავმჯდომარე.

კოალიციის წევრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძის შეფასებით, უზენაესი სასმართლოს მოსამართლეთა კანდიდატების პარლამენტში ნომინირება დეკემბრის პროცესებისგან განსხვავებულ რეალობაში მიმდინარეობს, ამიტომ კოალიციის წინაშე ახალი გამოწვევები გაჩნდა:

„ძველი სიისაგან განსხვასვებით, ჩვენ ამ 20 კაციან სიაში ვნახეთ ადამიანები, რომელთა შესახებ ძნელი იქნება იმის თქმა, რომ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან. პირიქით, ისინი მმართველ პარტიასთან უფრო ასოცირდებიან, ვიდრე კლანთან. ამით სასამართლო სისტემის შიგნით სიმძიმის ალტერნატიული ცენტრის შექმნის შესაძლებლობა ჩნდება, რაც თავისთავად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერებას არ ემსახურება. შეიძლება პირიქით მოხდეს.. გავლენის მქონე პირთა ჯგუფისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს ორი, მის მიერ მართვადი ჯგუფის არსებობა. ამას დრო გვიჩვენებს.

სულხან სალაძე ასევე კოალიციის წინააღმდეგობის შედეგად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცა დეკემბერში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები და დამსახურებად უთვლის იმასაც, რომ საზოგადოებისთვის უკვე ცნობადი გახდა კლანთან ასოცირებული კონკრეტული მოსამართლეების გვარები. მისი განცხადებით კოალიციის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტად უნდა იქცეს იმ მოსამართლეების მხარდაჭერა, რომლებიც კლანთან არ არიან დაკავშირებულები. „არ ვფიქრობ, რომ ყველა მოსამართლე კლანის წევრია. პირადად მქონის ზოგიერთ მოსამართლესთან, სხვადასხვა საკითხებზე კომუნიკაცია. საკითხებისადმი მათი პოზიციონირება, პრობლემების აღქმა და კიდევ ბევრი ფაქტორი მათ ღირსებაზე მეტყველებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ტიპის დისკუსიების ფორმატში მათთან ინდივიდუალურად მუშაობა უნდა გავაძლიეროთ. ეს აღუდგენს ნდობას სასამართლოს და საზოგადოებას დაანახებს, რომ ყველა მოსამართლე არის კლანის წევრი“ - აცხადებს სულხან სალაძე.

„კონსტიტუციის 42 მუხლის“ ხელმძღვანელი კახა წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ კოალიციის მიერ წარმოებულმა კამპანიამ „კლანი უნდა წავიდეს“ ამ ეტაპზე წარმატებას ვერ მიაღწია. ეს ჯგუფი, რომ გავლენიანია ამის მაგალითად მოსამართლეობის კანდიდატების როინ მიგრიაულისა და თამარ ლალიაშვილის შედეგები მოჰყავს: „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა როინ მიგრიაულს და თამარ ლალიაშვილს კეთილსინდისიერების შეფასებაში ყველაზე დაბალი ქულები დაუწერეს. რატომ? იმიტომ, რომ ადვოკატმა მიგრიაულმა გაბედა და მოსამართლეებზე თქვა, რომ მათ აქვთ პრობლემური წარსული.. ლალიაშვილი არის მოსამართლე, რომელიც დაუმორჩილებლობის გამო 2005 წელს გამოაძევეს სასამართლო სისტემიდან. ეს იყო სამაგალითო სხვა იურისტებისთვის, რომ არ გაბედოთ ჩვენზე ცუდის თქმა“.

წიქარიშვილის განცხადებით, კოალიციის სამომავლო სტრატეგია უნდა იყოს პრობლემების სიღრმისეული კვლევა, მოსამართლეებთან ინდივიდუალური მუშაობის გაძლიერება და მოსამართლეთა წარსულის შეფასება: „აქ უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე ვიდრე უბრალოდ კლანის მმართველობასთან: მოსახლეობას ვერ გავაგებინებთ, რატომაა კლანი ცუდი, თუკი თავისიანებს უჭერს მხარს? რეალურად ქვეყნის დაქცევა არის ის, რომ ამ კლანის სათავეში დგას მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს პოლიტიკური შეკვეთების საუკეთესო შემსრულებელი იყო. დღეს უკვე „ქართულ ოცნებაში“ გადმობარგდა და რა დოზით ასრულებს პოლიტიკურ შეკვეთებს არავინ იცის. მუშაობის სტილს რომ არ შეიცვლიდა ეს გასაგებია“ აცხადებს წიქარიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^