Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხარა

10 სექტემბერი, 2019 12:05

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ გირაოს სახით დაკისრებული 500 000 ლარი გადაიხადა. მისი ადვოკატის, კახა წერეთლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გირაოს საფასური მისი ოჯახის წევრის კუთვნილი უძრავი ქონებით იქნა უზრუნველყოფილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ვერსიით, 2008 წელს ,,თიბისი ბანკმა“ ბიზნესმენ ავთანდილ  წერეთლის კომპანიებზე ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 16 664 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდეგ უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. გამოძიება ამ ტრანზაქციას წერეთლის მხრიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების კვალიფიკაციას აძლევს.

27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება წერეთლის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

გიორგი რურუა თავს უდანაშაულოდ ცნობს

თბილისის საქალაქო სასამართლო „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

ჟურნალისტური ქარტია აჭარის ტელევიზიის და ...

აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია კვლავ გაააქტიურა სააპელაციო სასამართლოს მიერ 18 ნოემბერს მიღ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

სასამართლო დემონსტრანტთა ადმინისტრაციული ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში18 ივნისის მოვლენებისას დაკავებული დემონსტრანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხ ...
^