Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე - კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2 500-მდე ოჯახს ბინას m² აუშენებს

11 სექტემბერი, 2019 11:37

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია სვეტის მიერ დაზარალებულ 2 500-მდე ოჯახს ბინებს m² აუშენებს. ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

კომპანია„სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. ესენია, მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა და ჭყონდიდელის ქუჩის #22. სამივე პროექტი 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს.

ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და -ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება -ს მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს. 

მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ნოემბერი
19 ნოემბერი

პრეზიდენტის რეზიდენციაში ანტიკვარული ავე ...

„საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება - ვაჟა გ ...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დღეს, 19 ნოემბერს, მორიგი განცხადება გაავრცელა ექიმ ვაჟა გა ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ახა ...

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, უ ...
^