Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI - გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

17 სექტემბერი, 2019 10:53

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილი წარადგინეს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 18% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 30% მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით არაფერი არ იცვლება.

ლორა თორნტონის, NDI-ის ხელმძღვანელის თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 2010 წლის შემდეგ ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

წინა წლების მსგავსად, ახალი მონაცემები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის 21 პროცენტი ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს აქტიურად ეძებს. მოქალაქეების მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს, ხოლო 43 პროცენტი ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა.

მოსახლეობის ნახევარმა აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა.

მათივე თქმით, მოულოდნელი საჭიროების შემთხვევაში 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას ვერ მოახერხებდა (54 პროცენტი). ეროვნულ დონეზე მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი ამბობს, რომ დანაზოგი აქვს. დანაზოგის ქონის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი უმცირესობათა დასახლებებშია (24 პროცენტი).

კვლევის თანახმად, მოსახლეობა ეკონომიკურ უთანასწორობაზეც საუბრობს: 70 პროცენტის თქმით, საქართველოს ეკონომიკა საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს აძლევს სარგებელს. 84 პროცენტის აზრით, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხიმგებელი.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული პესიმიზმი იზრდება, რაც სავარაუდოდ, მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის უარყოფით შეფასებას უკავშირდება,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. - „მოქალაქეები ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლად ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ. ეს პირდაპირი მესიჯია ქვეყნის ლიდერებისთვის, რომ ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების პროგრამები შეიმუშავონ.

აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.7 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^