Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

20 ივნისის აქციაზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

17 სექტემბერი, 2019 18:46

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი, ილია მემანიშვილი და გოგი ქურდოვანიძე პატიმრობაში დატოვა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატები ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების კანონიერების გადასინჯვასა და მათი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდნენ, რასაც პროკურატურის მხარე არ ეთანხმებოდა და პატიმრობის სანქციის გაგრძელებას მოითხოვდა.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ნაკრესის“ გამგეობის წევრი ბეჟან ლორთქიფანიძეს, რომელსაც ანალოგიური ბრალდების გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მან სასამართლო სხდომაზე დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვა და განაცხადა, რომ როგორც თავად არ მიემალა გამოძიებას, ასევე ისინი არ მიიმალებიან.

პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში მორის მაჩალიკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მორისის წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია და რეალურად ბიძამისის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ორგანიზებით მიმდინარე აქციებზე გვერდში დგომის გამო სჯიან.

აქციაზე სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერ გურამ ჩალაგაშვილი, რომლის განცხადებითაც 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ადამიანებს  ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ და სანაცვლოდაც გათავისუფლებას ჰპირდებიან.

ჩალათაშვილის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის მოიძებნა სამი ადამიანი, ვინც ზეწოლის შედეგად ჩვენების მიცემას დასთანხმდნენ... მათ შორის არ არის მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც, როგორც ნამდვილი ვაჟკაცი, ყალბ ჩვენებას არ მისცემს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^