Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI - გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

19 სექტემბერი, 2019 10:35

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარადგინეს, რომელშიც წარმოდგენილია მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.

მოსახლეობის უმეტესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.

19 % - მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას”, 9 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 4-4 % „ევროპულ საქართველო-თავისუფალ დემოკრატებსა” და „პატრიოტთა ალიანსს” ასახელებს.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მოქალაქეების 59 პროცენტი წავიდოდა ხმის მისაცემად, 41 არ წავიდოდა.

გამოკითხული მოსახლეობიდან, ვინც არჩევნებზე წასვლას გეგმავს, 57 პროცენტს, ამ მომენტისთვის, არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის შემოხაზავდა.

აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.7 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^