Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულთა შეწყალების გამო

20 სექტემბერი, 2019 14:05

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ეს ინფორმაცია დღეს მთავარი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ გავრცელდა.

როგორც ცნობილია გენერალურმა პროკურატურამ შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება დაინტერესდება, რა სქემით მოხვდნენ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში: პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევიძე, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე და 23 წლის გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეზე?

მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა შეიტანა. როგორც დეპუტატმა განმარტა, საადვოკატო წრეებთან დაახლოებულმა პირმა, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიაწოდა ინფორმაცია: „როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული“.

როგორც გენერალურ პროკურატურაში „ლიბერალს“ განუცხადეს, ირმა ნადირაძე გამომძიებელთან მოწმის სახით, ორშაბათს, 11:00 საათზეა დაბარებული. რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და მისი საპარლამენტო მდივნის - დიმიტრი გაბუნიას დაკითხვის შესაძლებლობას, პროკურატურაში გვპასუხობენ, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის შესაბამისად ჩატარდება.

ირმა ნადირაშვილი პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლევს, რომ შუალედურ ინფორმაცია მაინც მიაწოდონ და დიმიტრი გაბუნია გამოკითხონ. „თუ ერთი თვის შემდეგ ისევ იქნება პასუხი, რომ „მიმდინარეობს გამოძიება", „ევროპული საქართველო" დღის წესრიგში დააყენებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს“, -  განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^