Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან კობერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას და მოსამართლეების სიის სრულად ჩაგდებას ითხოვს

24 სექტემბერი, 2019 12:25

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. გასაუბრების პროცესი გვარების ანბანური თანამიმდევრობის პრინციპით იმართება. დეპუტატთა წინაშე პირველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია წარდგა. დღეს კი კომიტეტში მერაბ გაბინაშვილს უსმენენ.

გაბინაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. ის უმაღლეს ინსტანციაში მსურველი კანდიდატების პირველ 10-კაციან სიაშიც იყო. მას კითხვებს როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წევრებიც დაუსვამენ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ჩაგდებას და იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვს.

როგორც კობერიძე „ლიბერალთან“ საუბარში აცხადებს, ყველა მოსამართლეს უნდა მოუსმინონ, თუმცა არცერთ კანდიდატს მხარი არ უნდა დაუჭირონ. მისი აზრით, საზოგადოებამ უნდა დაინახოს რა მოსამართლეებთან გვაქვს საქმე და როგორ ხდება „ქართული ოცნების“ მიერ პირდაპირ ადეიშვილი-სააკაშვილის  დროინდელი სისტემის მოსამართლეების გადაბარება.

კობერიძე ფიქრობს, რომ 20 კაციანი სიიდან 5 მოსამართლე ღირსეულია, თუმცა იმის გამო, რომ ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იქნენ არჩეულნი, მათ მიმართ ნაკლები ნდობა არსებობს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს, რომ ეს მანკიერი სისტემა დაინგრეს. თავად იმ მეთოდით რა მეთოდითაც საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები შეარჩია უკვე მიუღებელია, როგორი კარგი კანდიდატიც არ უნდა იყოს ის. საქმე იმაშია, რომ ამ სიის უმეტესობა ადეიშვილი-სააკაშვილის სისტემაში კარგად გამოზრდილი ადამიანები არიან. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მოვუსმინოთ ყველა ამ კანდიდატურას და შემდეგ ეს სია ჩავაგდოთ. საზოგადოებამ კარგად დაინახოს ვისთან გვაქვს საქმე და ხელისუფლება როგორ მოსამართლეებზე აკეთებს არჩევანს. გუშინდელი მოსამართლის თამარ ალანიას გასაუბრება საკმაოდ კარგი მაგალითი იყო იმის, თუ როგორ არიდებს თავს ის გირგვლიანის საქმეზე დასმულ კითხვებს. მე პირადად მას დავუსვი კითხვა  გირგვლიანის საქმეზე მურუსიძის მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა თუ არა. მან ადრე თქვა, რომ ყველა მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ახლაც იგივე აზრზეა, ასეთი მოსამართლის სამართლიანობის ვინმეს უნდა სჯეროდეს?!“ - აცხადებს ლევან კობერიძე.

მისივე თქმით, მართალია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა არაკონსტიტუციურია, მაგრამ თუკი ქვეყანას და საქმეს სჭირდება კონსტიტუციის შეცვლაც საჭიროა. სხვაგვარად კობერიძე ფიქრობს, რომ ისევ სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს სისტემას მივიღებთ, რომელსაც ახლა „ოცნების“ ხელისუფლება გააკონტროლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^