Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტყიბულელი მეშახტეების პროტესტი გრძელდება

25 სექტემბერი, 2019 12:07

ტყიბულელმა მეშახტეებმა მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქცია დილიდან განაახლეს. მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი კუთვნილ ხელფასებს და შახტის ამუშავებას ითხოვენ. აქციას შეუერთდა ადგილობრივი მოსახლეობაც. 

ამ დრომდე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში რჩებიან გაფიცული მეშახტეები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 სექტემბერს, ტყიბულში 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით. 

გუშინვე, შეხვედრა გაიმართა „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორსა და მეშახტეებს შორის, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის და მეშახტეებს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში ეცნობებათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^