Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არიან მოსამართლეები, რომელთა კანდიდატურაც შესაძლოა თავად „ოცნებამაც“ ჩააგდოს - ნაცვლიშვილი

25 სექტემბერი, 2019 18:06

დღეს, 25 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატები რიგით მესამე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს უსვამდნენ შეკითხვებს. მასთან კითხვები ჰქონდათ როგორც მმართველი გუნდის, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებსა და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

გასაუბრების პროცესისას, პარლამენტარმა ბექა ნაცვლიშვილმა შოთა გეწაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. ერთ-ერთი, 2012 წლის შემდეგ სასამართლოში მიმდინარე პროცესებში ლევან მურუსიძის როლს შეეხებოდა. ამ კითხვაზე გეწაძემ უპასუხა, რომ სიტყვა ლიდერი მურუსიძესთან მიმართებით არ მოსწონს.

ნაცვლიშვილს ასევე აინტერესებდა გეწაძის აზრი, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ავტორიტარული.

როგორც ბექა ნაცვლიშვილი „ლიბერალთან“ ამბობს, მან ამ კითხვაზე ორაზროვანი პასუხი მიიღო. 

„გეწაძეს ვკითხე როგორი იყო სააკაშვილის მმართველობა. იყო ეს დემოკრატიული თუ ავტორიტარული. მან კი მიპასუხა, რომ ეს შერეული ტიპის მმართველობა იყო. აბა ასეთ კითხვაზე რა უნდა ვთქვა? ანუ გამოდის, რომ ისიც ამ მმართველობის მონაწილე იყო. სასამართლო სისტემა იყო ზუსტად ის ინსტიტუტი, რომელსაც სააკაშვილი ამ მმართველობისთვის იყენებდა. ასევე უცნაური პასუხები აქვს, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ამბობს, რომ მურუსიძეზე სიტყვა ლიდერი არ მოსწონს. პირდაპირ ამ ადამიანს ვერ აკრიტიკებს. გეწაძესთან დაკავშირებით მეეჭვება, რომ მას „ოცნებამ“ მხარი დაუჭიროს. ეს ადამიანია ზუსტად ივანიშვილის მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი.

ასევე მეეჭვება მოსამართლე ალანია, რომ გავიდეს. მის მიმართ ვიცით, რომ დეპუტატ კობა კობალაძეს ყველაზე კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. მუხროვანის ამბოხი იყო სწორედ ყველაზე მძიმე საქმე, რომელიც ამ ქალბატონის მოსამართლედ მოღვაწეობის პერიოდში იძებნება. არ ვიცი ზოგადად სია ჩავარდება თუ არა, მაგრამ ძალიან რთული სიტუაცია, რომ გვაქვს, უკვე სამი მოსამართლის გამოკითხვიდანაც კარგად გამოჩნდა“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. სხვადასხვა დროს მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2011-2017 წლებში გეწაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^