Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

26 სექტემბერი, 2019 13:28

20 ივნისის საქმეზე დაკავებულის, ლევან ჯიქურის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ფატალური შედეგი რომ არ დადგეს, აუცილებელია პატიმრობის, უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებით შეცვალა, აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, ჯიქური თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი ჯანმრთელობა: მას პარალიზებული აქვს მარცხენა კიდურები და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, დაუვარდა შაქარი, წონაში თითქმის 40 კილო დაიკლო, შესაძლოა ჰქონდეს ინსულტის ნიშნებიც. შიმშილობის ფონზე ექიმები ვერ უტარებენ სრულფასოვან მკურნალობას, ვინაიდან მედიკამენტების მიღება არ შეიძლება და მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ლევან ჯიქურის სასამართლო პროცესი სამი დღის წინ გაიმართა, სადაც დაცვის მხარე, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პატიმრობის სანქციის შეცვლას, გირაოთი მოითხოვდა. ალექსანდრე ზუბიაშვილის განცხადებით, მოსამართლემ 11 სექტემბერს გაცემული ჯანმრთელობის ცნობა არ მიიღო და ახალი ცნობა მოითხოვა, რომლის გამოთხოვა ციხის საავადმყოფოდან დიდი მოცულობის გამო ოპერატიულად ვერ მოხერხდა. „საბუთების გარეშეც ფაქტი სახეზე იყო: მოსამართლე ხედავდა თუ როგორ მიიყვანეს, (ბრალდებული ბადრაგმა პროცესზე ეტლით მოიყვანა) როგორ გამოიყურებოდა ლევანი და ამის გათვალისწინებითაც შეეძლო გამოეყენებინა უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიება, ან გირაო, ან შინაპატიმრობა“ - განაცხადა ადვოკატმა.  

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ძალადობა, რასაც ბრალდების მხარე ლევან ჯიქურს ედავება, არასწორი კვალიფიკაციაა და იგი უნდა შეიცვალოს. შესაძლებელი ჩადენილ ფაქტს მისცემოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კვალიფიკაცია და უფრო მართებული იქნებოდა 30 დღით დაპატიმრების ან ჯარიმის გამოყენება.

ალექსანდრე ზუბიაშვილის  ინფორმაციით, მომდევნო სასამართლო პროცესი 8 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა, სადაც კვლავ დააყენებს პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნას. „მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა უნდა შეუფარდოს გირაო, მით უმეტეს, როგორც ავღნიშნე პარალიზებულია და ფიზიკურადაც არსად გამქცევი არ არის. იგი უნდა იყოს თავის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელთა ერთადერთი მარჩენალი იყო და დაპატიმრების შემდეგ მისი ოჯახი შემოსავალის გარეშე დარჩა“, აცხადებს ადვოკატი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^