Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა

04 ოქტომბერი, 2019 11:45

„რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თანხების მითვისების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმეთა გამოკითხვა წუხელ გვიანობამდე მიმდინარეობდა

გამომძიებლებთან საუბრის შემდეგ რუსთავი 2-ის“ ყოფილმა წამყვანმა, ამჟამად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა და „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ამჟამინდელმა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს, გაუთქმელობის პირობაზე ხელმოწერის მოტივით, თუმცა პროკურატურაში გამოძახების ფაქტის ზოგადი შეფასებები გააკეთეს და ყოველივე პოლიტიკურ დევნას დაუკავშირეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებელთა შეკითხვები შეეხებოდა 2015 წელს „რუსთავი2-ის“ თანამშრომლებზე გაცემულ პრემიების კანონიერებას.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გამოკითხვა ძირითადად, „რუსთავი 2“-ის საქმიანობას ეხებოდა, რაზეც მისი კომპეტენციის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად გასცა პასუხი, თუმცა მიაჩნია, რომ რეალურად ამ საქმეს კავშირში არ აქვს არც სამართალთან და არც ძიებასთან. "ეს არის პოლიტიკური დევნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ... ის მედიამენეჯერები , რომლებიც დღეს კრიტიკულ ტელევიზიებს აკეთებენ ყოველდღიურად დადიან აქ“, - აცხადებს უდუმაშვილი.

გიორგი ლაფერაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის პაატა სალიას ბრიფინგისა და გამოძიების დაწყების შემდეგ დაახლოებით თვენახევარი გავიდა და პროკურატურას ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის ზურაბ გუმბერიძის და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გამოკითხვა დასჭირდა მაშინ, როდესაც „ფორმულა“ ეთერში გავიდა. ეს არის ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია",- კრიტიკული აზრის დევნაზე მიანიშნა "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ  2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე. საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ: რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ყოფილი ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს  ზურაბ იაშვილს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^