Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზარდიაშვილმა არა ერთხელ განაცხადა, რომ დეპუტატობა მისთვის თვითმიზანი არ არის - თალაკვაძე

07 ოქტომბერი, 2019 12:50

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ვანო ზარდიაშვილის შესაძლო, დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. თალკვაძის თქმით, ზარდიაშვილმა არა ერთხელ განაცხადა, რომ დეპუტატობა მისთვის თვითმიზანი არ არის, რომლისთვისაც „ოცნების“ გუნდი მუშაობს.   

„ჩვენი გუნდის წევრებისთვსი დეპუტატობა ეს არის საშუალება, რომ რამე საქმე გავაკეთოთ. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოთაჟი და ხმაური როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვისაც მიუღებელია. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მე მასთან საუბარი მქონდა, ვიცი ზარდიაშვილის გადაწყვეტილება, ჩვენს თვითოეულ თანაგუნდელს რა გეგმებიც აქვს, ამაზე ინფორმირებული ვარ. სამომავლოდ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ცოტახანში უფრო მეტი გეცოდინებათ. უფრო უპრიანია, რომ ამასთან დაკავშირებით, თავად ბატონმა ზარდიაშვილმა ისაუბროს. მაქვს ინფორმაცია და მქონდაა ზარდიაშვილთან საუბარი არა ერთხელ. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და უახლოეს მომავალში გავიგებთ ყველაფერს“, - აცხადებს თალაკვაძე.  

ჟურნალისტების კითხვაზე ვანო ზარდიაშვილის წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა თუ გუნდის, თალაკვაძე ამბობს, რომ ამ კითხვებზე ყველას პასუხს მოგვიანებით გასცემს.  

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატის დატოვებას აპირებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კი  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას დაარტყა.

ინციდენტი გედევან ფოფხაძის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან ვანო ზარდიშვილს  უთხრა, რომ მისი პოზიცია და მორალი უკვე გარკვეულია. რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა გედევან ფოფხაძე მიმართა: „რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ“. სწორედ ზარდიაშვილის ამ რეპლიკას მოჰყვა ეკა ბესელიას გაღიზიანება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^