Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„კოალიცია თანასწორობისთვის“ პროკურატურას თამთა თოდაძის საქმეზე დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს

08 ოქტომბერი, 2019 12:54

„კოალიცია თანასწორობისთვის“ სოლიდარობას უცხადებს თამთა თოდაძეს და პროკურატურას ქალის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

სავარაუდო ბრალდებული პირის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, კოალიცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს და საკუთარი განცხადებებით ხელი არ შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობის შეწყნარებასა და ლეგიტიმაციას. 

„კოალიცია თანასწორობისთვის“ იმ ნიუანსებს უსვამს ხაზს, რომელიც საქმის ძიების დროს გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მომხდარის შესახებ მალევე აცნობა პოლიციას, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის ბიუროში ჩხრეკა დაგვიანებით (შემთხვევიდან დაახლოებით 9 საათში), ოფისის დალაგების შემდეგ ჩატარდა. საქმეზე ილია ჯიშკარიანის გამოკითხვაც ასევე დაგვიანებით მოხდა. პროკურატურას თამთა თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუნიჭებია. სტატუსის გარეშე კი ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საქმის მასალებს. ცხადია, ყველა ეს გარემოება ორგანიზაციის აზრით, ეჭვს აჩენს, რომ მოძალადე პირის დასასჯელად, პროკურატურა საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, ჯეროვნად და ეფექტიანად არ იძიებს საქმეს.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ყურადღებას ასევე  მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ამახვილებს.  

მაგალითად კი ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება მოჰყავს, რომელმაც თქვა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, ილია ჯიშკარიანს ძალადობა ჩაედინა. ასევე, საგანგაშოა მერიის წარმომადგენლების და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების საჯარო განცხადებები, რომლებშიც ისინი მომხდარში ძალადობის მსხვერპლს ადანაშაულებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. 

ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც უზრუნველყოფს თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმის ეფექტიან, დროულ და დამოუკიდებელ გამოძიებას, დამნაშავის დასჯას. მიენიჭოს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი.

ასევე, მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ განცხადებებისაგან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერს ქალის მიმართ ძალადობის სავარაუდოდ ჩამდენ პირს და ამით კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.

მედია საშუალებებს, ქალთა ძალადობის შემთხვევების გაშუქების დროს, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, მსხვერპლის ინტერესები, ღირსება და მისი პირადი სივრცე. სათანადოდ გაიაზრონ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა და მასშტაბი.

განცხადებას ხელს აწერენ „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • კავშირი „საფარი“
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^