Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გავრილოვის პატიმართა“ გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთან აქცია გაიმართა

08 ოქტომბერი, 2019 13:13

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციის ღამეს ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესი, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ბრალდებულთა ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერი დემონსტრანტები „გავრილოვის პატიმართა“ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ერთ-ერთი პატიმრის ბესიკ თამლიანის დედის, რუსუდან თამლიანის განცხადებით, მისი შვილი უკვე მერვე დღეა შიმშილობს და თუკი მას არ გაათავისუფლებენ, 17 ოქტომბრიდან, პარლამენტის წინ, თავადაც დაიწყებს შიმშილობას.  

ადვოკატ ვახტანგ იაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოსთქვამენ, რის შემდეგაც მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება. შესაბამისად  დღეს რაიმე არსებითი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. ერთადერთი რასაც იგი ელის, მოსამართლეს ეყოფა გონიერება და ლევან ჯიქურს, რომელიც სამედიცინო სავარძელსაა მიჯაჭვული, გირაოთი გაათავისუფლებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაპატიმრებული ირაკლი ოქრუაშვილის პროცესიც. როგორც მისი თანაპარტიელი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილის აცხადებს, მათ უწევთ ცხოვრება რეალობაში, როდესაც ადამიანებს ქვეყნის სიყვარულისთვის იჭერენ, სამაგიეროდ ათავისუფლებენ პოლიციელის მკვლელებს, პედოფილებს, ნარკორეალიზატორებს.. „ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანია დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები ირაკლი ოქრუაშვილიდან დაწყებული, ბესიკ თამლიანით დამთავრებული“.

დღესვე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომლის მიხედვით პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე.

საია-ს ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს 2 საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე" - იუწყება საია.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციასთან დაკავშირებით გუშინ კრიტიკული ანგარიში ფონდმა „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომაც" გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, გამოძიება გაცილებით ინტენსიურად მიმდინარეობს დემონსტრანტების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე, ვიდრე პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებზე, რაც შერჩევითი მიდგომის ნიშნებს ატარებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^