Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის შესარჩევად კომისია კანონდარღვევით შეირჩა -„ნაციონალური მოძრაობა“

08 ოქტომბერი, 2019 18:04

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის შესარჩევად კომისია კანონდარღვევით შეირჩა. ამის შესახებ განცხადება,  აჭარის უმაღლესი საბჭოს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთეს, სადაც უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია აბულაძე „ლიბერალთან“ ამბობს, კომისია ფრაქციებთან კონსულტაციების გავლის გარეშე შეიქმნა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც მათ სასამართლოს  მიმართეს. აბულაძე ამბობს, რომ ისინი სასამართლოსგან ამ აქტის ბათილად ცნობას და კანონმდებლობის წესის დაცვით, კომისიის დაკომპლექტებას მოითხოვენ. 

„ბოლო დროს აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. დაწყებული იქიდან, რომ აჭარის ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ თავს დაესხა. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი განცხადება ვნახეთ, როდესაც ისინი აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან. 

რა თქმა უნდა, სწორედ ეს არის ის მიდგომა, რომლითაც    ტელევიზიის დირექტორი გადააყენეს და აშკარად ხელისუფლების ინტერესი გამოიკვეთა. შემდეგ კი კონკურსები, რომლებიც ჩავარდა.  სახელისუფლებო კანდიდატმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სასამართლომ საერთოდ კონკურსიც კი შეაჩერა. ეს არის ხელისუფლების სურვილი, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს  და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს, სწორედ ამაზეა  ორიენტირებული“, - აცახდებს გია აბულაძე .

მისივე თქმით, მათი მოთხოვნა ლეგიტიმურია, რადგან აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი პირდაპირ ამბობს: „კონსულტაციები ფრაქციებთან აუცილებლად უნდა იყოს გავლილი".  აბულაძე აცხადებს, რომ ისინი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებენ.

ცნობისთვის,  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდს უფლებამოსილება ერთ თვეში ეწურება. მოქმედი მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის დირექტორს ვეღარ აირჩევს, რადგან მეოთხე კონკურსი სასამართლომ შეაჩერა. ბორდს ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი კოხრეიძემ უჩივლა. იგი თვლის, რომ მესამე კონკურსის შედეგებით გამარჯვებულია. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს და მისი დირექტორიც ამ მოტივით გადააყენეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^